ვინ არიან მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები - 2024 წლის რეიტინგი

გახდე მილიარდერი 19 წლის ასაკში, ნამდვილად იშვიათი წარმატებაა. მსოფლიოში, მილიარდერის საშუალო ასაკი 66 წელია, ხოლო ამ ჩამონათვალში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 102 წლისაა.

2024 წელს Forbes-ის მსოფლიოს მილიარდერთა სიაში 25 განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანი მოხვდა. ისინი 33 წლამდე ასაკის არიან.

წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერს:

19 წლის ლივია ვოიგტი: 1.1 მილიარდი დოლარი - ბრაზილია

ლივია ვოიგტი მხოლოდ ორი თვით უმცროსია იტალიელ კლემენტ დელ ვეკიოზე და ოფიციალურად ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია მსოფლიოში.

ის არის WEG-ის ერთ-ერთი უმსხვილესი აქციონერი. ბრენდი აწარმოებს ელექტროძრავებს, ტურბინებს და გენერატორებს.

20 წლის კლემენტ დელ ვეკიო: 4.6 მილიარდი დოლარი - იტალია

კლემენტე დელ ვეკიო არის ლეონარდო დელ ვეკიოს ექვსი შვილიდან ერთ-ერთი.

EssilorLuxottica-ს ყოფილი თავმჯდომარე 2022 წელს გარდაიცვალა. მამის გარდაცვალების შემდეგ, კლემენტემ, ექვს და-ძმასთან და დედინაცვალთან ერთად, მემკვიდრეობით მიიღო მამის ქონებიდან 12,5%-იანი წილი.

სულ რაღაც 18 წლის ასაკში ის გახდა იტალიისა და მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი.

20 წლის: კიმ იუნგ-იუნი: 1.6 მილიარდი დოლარი - სამხრეთ კორეა

20 წლის ასაკში კიმ ჯუნ-იუნი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია სამხრეთ კორეაში. ის და მისი უფროსი და, 22 წლის იუნგ-მინი, ფლობენ NXC-ის 18%-ს, რაც მათ ონლაინ თამაშების კომპანია Nexon-ის უმსხვილეს აქციონერებად აქცევს.

დებმა, რომელთა ღირებულებაა 1.7 მილიარდი დოლარი, მემკვიდრეობით მიიღეს თავიანთი წილი მამისგან, კიმ ჯუნ-ჯუსგან, რომელმაც Nexon 1994 წელს დააარსა.

22 წლის კევინ დევიდ ლემანი: 3.1 მილიარდი დოლარი - გერმანია

22 წლის კევინ დევიდ ლემანი 3.5 მილიარდი დოლარის ქონებით, გერმანიის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია.

ის ფლობს წამყვანი გერმანული საცალო ვაჭრობის ქსელის drogerie markt -ის 50%-ს, რომელსაც დღეს 3700-ზე მეტი მაღაზია აქვს. კომპანია 1973 წელს გოეც ვერნერმა შექმნა. მომდევნო წელს ლემანის მამამ გიუნტერმა განახორციელა მასში ინვესტიცია.

22 წლის ლუკა დელ ვეკიო: 4.6 მილიარდი დოლარი - იტალია

ლუკა არის ვეკიოების ოჯაიდან კიდევ ერთი ძმა, რომელიც სათვალეების გიგანტ EssilorLuxottica-ში 12,5%-იან წილს ფლობს.

ის ასევე ფლობს წილებს სადაზღვევო კომპანია Generali-ში, ბანკებში: Mediobanca და UniCredit-ში და Covivio-ში.

22 წლის კიმ იუნგ-მინი: 1.6 მილიარდი დოლარი - სამხრეთ კორეა

ის და მისი და იუნგ-იონი ფლობენ სამხრეთ კორეულ-იაპონური ონლაინ თამაშების გამომცემლის Nexon-ის აქციების დაახლოებით 9%-ს.

მათ თავიანთი წილები მემკვიდრეობით მიიღეს 2022 წელს, მას შემდეგ რაც მათი მამა გარდაიცვალა.

პოპულარული როლური ვიდეო თამაში Nexon MapleStory გამოვიდა 2003 წელს და მრავალი წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ვიდეო თამაშად ითვლებოდა.

23 წლის: რემი დასო, 2.5 მილიარდი დოლარი - საფრანგეთი

23 წლის რემი დასომ მნიშვნელოვანი ქონება მემკვიდრეობით მიიღო მას შემდეგ, რაც მამამისი, ფრანგი პოლიტიკოსი ოლივიე დასო 2021 წელს ვერტმფრენის ავიაკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა.

ოლივიე იყო Dassault-ის აერონავტიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის იმპერიის მემკვიდრე. ბაბუის მიერ დაარსებულმა კომპანიამ პირველი მსოფლიო ომის დროს პროპელერების წარმოება დაიწყო.

დღეს დასოს ოჯახს ასევე ეკუთვნის Le Figaro, უძველესი ყოველდღიური გაზეთი საფრანგეთში.

მისი 2. ქონების გარდა, ცოტა რამ არის ცნობილი რემი დასოს შესახებ.

25 წლის ზაჰან მისტრი, 4.7 მილიარდი დოლარი - ირლანდია

25 წლის ზაჰან მისტრი, არის Tata Sons-ის ყოფილი თავმჯდომარის, გარდაცვლილი კირუს მისტრის ვაჟი. როდესაც 2022 წელს მამამისი გარდაიცვალა, 27 წლის ძმასთან ფიროზ მისტრისთან ერთად, მემკვიდრეობით მიიღო მათი ოჯახის 18,4%-იანი წილის ნაწილი.

ზაჰანი ახლა არის მუმბაის სამშენებლო გიგანტის Shapoorji Pallonji Group-ის საბჭოში, რომელსაც მისი ბიძა, Shapoor Mistry ხელმძღვანელობს.

26 წლის დორა ვოიგტ დე ასისი: 1.1 მილიარდი დოლარი - ბრაზილია

ის და მისი და - ლივია არიან ვერნერ რიკარდო ვოიგტის უმცროსი შვილიშვილები. თავად მილიარდერი ვერნერი იყო ბრაზილიური ელექტრო მოწყობილობების მწარმოებელი კომპანია WEG-ის თანადამფუძნებელი, რომელიც 2016 წელს გარდაიცვალა.

თითოეული და WEG-ის 3.1%-ს ფლობს.

WEG ახორციელებს პროდუქციის ექსპორტს 135-ზე მეტ ქვეყანაში და არის ელექტროძრავების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში.

27 წლის ფიროზ მისტრი: 4.7 მილიარდი დოლარი - ირლანდია

ის და მისი ძმა ზაჰანი 30 წლამდე უმდიდრესი ადამიანები არიან.

მათ აქვთ 4.6%-იანი წილი Tata Sons-ში. ეს არის 150 მილიარდი დოლარის ღირებულების ინდური კონგლომერატი, რომელიც 29 საჯარო კომპანიას ფლობს.

მან და ზაჰანმა თავიანთი წილი მემკვიდრეობით მიიღეს 2022 წელს.

წყარო: forbes.com

თეონა რამაზაშვილი