საბა ლობჟანიძის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა

სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების, საბა ლობჟანიძის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა.

მიმდინარე წლის 10 ივნისის მონაცემებით, ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 3 მილიონ ევროს შეადგენდა, 12 დეკემბრის განახლებული მონაცემებით კი ღირებულება 4 მილიონ ევრომდეა გაზრდილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლობჟანიძის სატრანსფერო ფასი ყველაზე მაღალი 2022 წლის მაისში იყო და 4.5 მილიონ ევროს შეადგენდა.

შეგახსენებთ, Transfermarkt-ზე ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა და მისი სატრანსფერო ფასი 80 მილიონ ევროს შეადგენს, მას მოსდევს გიორგი მამარდაშვილი 45 მილიონი ევროთი, მესამე ადგილს კი იკავებს გიორგი მიქაუტაძე 18 მილიონით.

მერი ტაბატაძე