„თბილისის კულინარიული ეპიცენტრიდან დავიწყებთ“ – 17 დეკემბერს სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები მსვლელობას გამართავენ

სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები 17 დეკემბერს 13:00 საათზე საპროტესტო მსვლელობას გამართავენ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში შეფი ლუკა ნაჭყებია წერს.

მარში დეზერტირების ბაზრიდან პარლამენტის მიმართულებით გაიმართება.

„ნებისმიერ ადამიანს, ვინც ან ამ სფეროს ემსახურება ან ამ სფეროს სტუმრობს, შეუძლია შემოგვიერთდეს. სიმბოლურად დავიწყებთ თბილისის კულინარიული ეპიცენტრიდან - დეზერტირების ბაზრის აგურის შენობიდან“, - წერს შეფი ლუკა ნაჭყებია სოციალურ ქსელში.

მერი ტაბატაძე