შეიქმნა პლატფორმა freebusiness, სადაც ბიზნესს მიმდინარე მოვლენებზე პოზიციის დაფიქსირება შეუძლია

შეიქმნა ახალი პლატფორმა - Freebusiness.ge, სადაც ბიზნესს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე პოზიციის დაფიქსირება შეუძლია.

Freebusiness-ის ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე ინიციატივას მხარს უჭერს 10 ბიზნესი: „ბიდიო საქართველო“, GEC Consulting, „არსი“, „ამადეო“, „ჰილ ინნ“, GDB Agro, Axel – Georgian Business Angel Network, „საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაცია, Energy Solutions LLC და Trading Solutions.

„არსებული კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს, რაც გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების რაც შეიძლება სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების განმავლობაში დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე განთავისუფლება.ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისმგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას“, - აღნიშნულია პლატფორმაზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

მერი ტაბატაძე