კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიიდან რესტავრატორ/კონსერვატორები და ხელოვნებათმცოდნეები მსვლელობას მართავენ. ისინი მარჯანიშვილის მეტროსკენ მიემართებიან, სადაც კულტურის სხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის მსახიობები შეუერთდებიან.
ისინი სკანდირებენ: „საქართველო, საქართველო“. მათ ევროკავშირის მხარდამჭერი ბანერები აქვთ.
აქციის მონაწილეები საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეები მოგვიანებით საქართველოს პარლამენტისკენ გადაინაცვლებენ, სადაც უკვე მე-18 დღეა მოქალაქეები პროტესტს უწყვეტ რეჟიმში გამოხატავენ.