იმ მეწარმეებისთვის, რომლებმაც თბილისის მერიის საშობაო ბაზრობაზე მონაწილეობაზე უარი თქვეს, ვებ-გვერდი happyeuyear.ge ამოქმედდა.
მასზე კატეგორიების მიხედვით არის წარმოდგენილი პროდუქცია, რომლის შეძენას მსურველს შეეძლება და ეს კატეგორიებია: საბავშვო, სათამაშოები, ჩანთები, სამკაული, ჰიგიენა, ტექსტილი, ტანსაცმელი და ა.შ.
საიტზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მეწარმე ავტომატურად ხდება თავისი პროდუქციის რეალიზატორი.
შეგახსენებთ, რომ მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო ბაზრობებზე უარი ამ დროისთვის ოფიციალურად 300-მდე ბიზნესმა თქვა.