ის მოვლენები, რასაც ჩვენ ახლა საქართველოში ვხედავთ, არ მიდის იმ მიმართულებით, საითაც კანდიდატი ქვეყნები უნდა მიდიოდნენ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით სანქციებზე და ასევე უვიზო მიმოსვლის შეზღუდვაზე ისაუბრებენ.
„ასე რომ, ჩვენ ვაპირებთ განვიხილოთ რა შედეგები მოჰყვება საქართველოს ხელისუფლებისთვის ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიების გამოყენებას და ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელსაც იქ იყენებენ. რა შეგვიძლია გავაკეთოთ ევროპის მხრიდან. ერთი საკითხია, რა თქმა უნდა, სანქციები და მეორე საკითხი ასევე უვიზო რეჟიმის შეზღუდვა“, - აღნიშნა კაია კალასმა.