ქსავიე ბატელი - არჩევნებთან დაკავშირებით სანქციების დაწესებამდე, უნდა მოვისმინოთ, იყო თუ არა გაყალბება

თუ ვამბობთ, რომ უნდა დავაწესოთ სანქციები არჩევნებთან დაკავშირებით, პირველ რიგში უნდა მოვისმინოთ, რომ იყო გაყალბება, რადგან, გულწრფელად რომ ვთქვათ, იქ იყო ასობით დამკვირვებელი და ჩემთვის მნიშვნელოვანია, იმის ნახვა, იყო თუ არ გაყალბება და არა ის, რომ უნდა დავსაჯოთ, რადგან არ მოგვწონს შედეგი, - ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბატელმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ძალადობა, რასაც საქართველოს მთავრობა აქციის მონაწილეების მიმართ იჩენს, მიუღებელია.

„მაგრამ მთავრობის ქცევა მიუღებელია, აქციის მონაწილეების დასჯა, მათ მიმართ ასეთი ძალადობა მიუღებელია. ეს არის ის, სადაც უნდა დავსაჯოთ პასუხისმგებელი პირები, მაგრამ პარტიის დასჯა, რომელსაც კარგი შედეგი ჰქონდა ეს ჩემი აზროვნების სტილი არ არის. მაგრამ ამ საკითხზე უნდა გვქონდეს დახურულ კარს მიღმა საუბარი და 27 წევრს შორის თანხმობის მიღწევა იოლი არ არის“, - აღნიშნა ქსავიე ბატელმა.