საქართველოში ფულადი გზავნილები შემცირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს ნოემბერში ქვეყანაში 266.695 მლნ აშშ დოლარი ჩაირიცხა, რაც 5.1%-ით ნაკლებია, წინა თვის მაჩვენებელზე. ოქტომბერში ფულადმა ჩარიცხვებმა 281.060 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
სტატისტიკის მიხედვით, წელს იანვარ-ნოემბერში ჯამურად ფულადმა ჩარიცხვებმა 3.076 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ასევე ნაკლებია გასული წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე. 2023 წლის 11 თვეში საქართველოსი 4.146 მლრდ აშშ დოლარი გადმოირიცხა.
რაც შეეხება ქვეყნებს,საიდანაც წელს ნოემბერში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა, ლიდერობს აშშ, იტალია და რუსეთის ფედერაცია.