მანქანასთან დაკავშირებული ხარჯები გაიზარდა - "თიბისი კაპიტალი"

უნაღდო ანგარიშსწორებით მანქანასთან დაკავშირებული ხარჯები გაიზარდა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ სექტორულ კვლევაშია აღნიშნული.

უფრო კონკრეტულად, მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერში საწვავზე უნაღდო დანახარჯებმა თიბისი ბანკის არხებით, 10%-ანი წლიური ზრდა აჩვენა, ხოლო საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ საწვავზე 51 ლარი შეადგინა.

ამასთან, კვლევის მიხედვით, მანქანასთან დაკავშირებული ხარჯები, თიბისი ბანკის არხებით, წლიურად 15%-ით გაიზარდა , ხოლო საშუალო დანახარჯი ერთეულ ტრანზაქციაზე 65 ლარს გაუტოლდა.

უფრო დეტალურად, როგორი იყო თვიურად საწვავისა და მანქანასთან დაკავშირებული ხარჯები, იხილეთ ცხრილზე:

xrilii-1734356711.jpg

ნინი ქეთელაური