ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება. ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ევროპარლამენტარები „საქართველოში მშვიდობიანი პროევროპელი დემონსტრანტების დარბევის“ შესახებ იმსჯელებენ.

დებატები ადგილობრივი დროით დაახლოებით, 10:50 საათზე დაიწყება.

ევროკომისიის სახელით განცხადებას დემოკრატიისა და დემოგრაფიის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, დუბრავკა შუიცა გააკეთებს.

ასევე, პლენარულ სხდომაზე სიტყვით ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები გამოვლენ.