არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოვლინდა

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო გამშვები პუნქტ "სადახლო-საავტომობილოს" ტერიტორიაზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტის "სადახლო-საავტომობილოს" ტერიტორიაზე შემოვიდა რუსეთის მოქალაქე ი.ა., რომლის ხელბარგშიც, მებაჟე ოფიცრებმა საერთო წონით 191,58 გრ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 9847,87 ლარი.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, მგზავრს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა, 9847,87 ლარის ოდენობით.