შვედური სტარტაპი, Heart Aerospace მსოფლიოში ყველაზე დიდი ელექტროთვითმფრინავის პროტოტიპს ასაფრენად ამზადებს. ინფორმაციას „ევროპულსი“ ამზადებს.
30-ადგილიანი თვითმფრინავის ტესტირება 2025 წლის დასაწყისში დაიწყება.
2019 წელს სტარტაპმა მცირე რეგიონული ელექტროთვითმფრინავის შემუშავება დაიწყო, რომელიც ოთხი ელექტროძრავით აღჭურვილი და 19-ადგილიანი უნდა ყოფილიყო. თუმცა მოგვიანებით პროექტი შეიცვალა და კომპანიამ, სახელწოდებით “ES-30,” 30-ადგილიანი თვითმფრინავის შექმნა გადაწყვიტა. ოთხიდან ელექტრული მხოლოდ ორი ძრავა დარჩა, ხოლო დანარჩენი ჩვეულებრივი, ანუ საწვავზე მომუშავეა, რომ თვითმფრინავმა შორ მანძილზე ფრენა შეძლოს.
ES-30 ელექტროენერგიით 200 კილომეტრზე ფრენას შეძლებს, რისთვისაც დამუხტვა მხოლოდ 30 წუთის განმავლობაში სჭირდება, ხოლო ჰიბრიდულ რეჟიმზე გადართვისას ფრენის დიაპაზონი 400 კილომეტრამდე იზრდება. თუ მგზავრების რაოდენობა 25-მდე შემცირდება, თვითმფრინავი 800 კილომეტრსაც დაფარავს. ES-30-ს 1,100 მეტრამდე სიგრძის მოკლე ასაფრენი ზოლიდან შეუძლია აფრენა და ჩვეულებრივ თვითმფრინავზე გაცილებით ჩუმია.
პროტოტიპს, რომელსაც მომავალ წელს გამოცდიან, “Heart X1” ეწოდა და მთლიანად ელექტროენერგიით დაფრინავს. მოგვიანებით Heart Aerospace თვითმფრინავის მეორე პროტოტიპის შექმნას გეგმავს, რომელიც ორი სხვადასხვა ტიპის ძრავაზე იმუშავებს. მისი ტესტირება 2026 წელს დაიწყება.
დასრულებული თვითმფრინავი კომერციულ გამოყენებაში 2029 წლისთვის ჩაეშვება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ