კვლევითი ცენტრი PMCG საქართველოსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ პუბლიკაციას აქვეყნებს.
პუბლიკაციაში სხვადასხვა მიმართულებებია განხილული და აღწერილია პარტნიორობის ისტორიაში არსებული ძირითადი ეკონომიკური მიღწევები.
„ისტორიული ფონი:
აშშ იყო მთავარი ეკონომიკური პარტნიორი საქართველოსთვის 1990-იანი წლების დასაწყისში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რაც მოიცავდა მნიშვნელოვან მხარდაჭერას უცხოური დახმარების სახით, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს (FDI) და ფულადი გზავნილებს.
• ორმხრივი ვაჭრობა:
- 2015-იდან 2023 წლამდე აშშ მუდმივად იყო საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში, ხოლო 2023 წელს პირველად მოხვდა საქართველოს სავაჭრო პარტნიორების სამეულში.
- აშშ-სა და საქართველოს შორის ვაჭრობა ძალიან კონცენტრირებულია. 2023 წელს აშშ-იდან საქართველოში შემოტანილი ძირითადი პროდუქტი იყო ავტომობილები, რომელთა წილმაც 2015-2023 წლებში აშშ-დან იმპორტირებული პროდუქციის 86.1% შეადგინეს.
იმავდროულად, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებული ძირითადი პროდუქტი 2023 წელს იყო ფეროშენადნობები, რომელიც 2015-2023 წლებში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებული პროდუქციის 85,5%-ს უდრიდა.
• FDI:
2015-2023 წლებში აშშ-დან საქართველოში FDI ნაკადები გაიზარდა. სტაბილურად, ყველაზე მაღალი წილი ICT სექტორზე მოდის (53%).
• აშშ-ის მრავალეროვნული საწარმოები (MNEs) საქართველოში:
2015 წ. და 2021 წელს, აშშ-ის MNE-ებს ჰქონდათ საშუალოდ 394 მილიონი აშშ დოლარის აქტივები. მათი ხელფასებისთვის ჯამში $168 მილიონი იყო გამოყოფილი.
• აშშ-ს საგარეო დახმარება:
2015 წლიდან 2023 წლამდე აშშ უზრუნველყოფდა 1,3 მილიარდი დოლარის საგარეო დახმარებას საქართველოსთვის, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.