Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.7961 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7961 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 2.8000 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 17 დეკემბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.8117 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9483 ლარია.