საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დღეს სტიქიის ზონის აეროფოტოს გადაიღებს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დღეს სტიქიის ზონის (მდ. ვერეს აუზის) აეროფოტო გადაღებას განახორციელებს, - ამის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში განაცხადეს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აეროგადაღება, დაახლოებით, 200 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიას მოიცავს."შედეგად მიღებული მონაცემები სტიქიით მიღებული ზარალის შეფასების ზუსტი ანალიზისა და შემდგომი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვა-განხორციელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია", - ნათქვამია პრესრელიზში.