ილონ მასკი 486 მილიარდ აშშ დოლარის ქონებით კვლავ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია

ილონ მასკი მსოფლიოში კვლავ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანია. ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, მისი ქონება 18 დეკემბრისთვის 486 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული, Forbes-ის მიხედვით კი 464 მილიარდი აშშ დოლარად.

მისი ქონების ზრდა ძირითადად Tesla-სა და SpaceX-ში წილების მომგებიანობამ განაპირობა.

2021 წლის ნოემბერში ის გახდა პირველი ადამიანი მსოფლიოში, რომლის ქონებამ 300 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, 2024 წლის დეკემბერში კი პირველი ადამიანი, რომლის ქონებამ 400 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ნათია ზარიძე