2024 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 24.855 მლრდ ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 11% პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2024 წლის III კვარტალში 4.3 პროცენტით განისაზღვრა.
კლება კი აღინიშნა შემდეგ დარგებში: უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-4.9პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-13.6პროცენტი).
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15.4 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (9.7 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.3 პროცენტი), მშენებლობა (8.7პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.4 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია(6.4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.2 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.9 პროცენტი).
შენიშვნა: დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2025 წლის 14 ნოემბერს.