ლელა წურწუმია და „ჩვენი ბენდი“ საახალწლო ღონისძიებებს აუქმებენ, სანაცვლოდ კი აქცია-კონცერტს გამართავენ

მომღერალი ლელა წურწუმია და „ჩვენი ბენდი“ საახალწლოდ დაგეგმილ ყველა ღონისძიებას აუქმებს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მუსიკოსის პროდიუსერმა, კახი მამულაშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, დაახლოებით 18 ღონისძიებაზე უარს აცხადებენ, სანაცვლოდ კი აქცია-კონცერტის გამართვას გეგმავენ.

„ბიზნესპრესნიუსი“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემო მეგობრებო

გილოცავთ ნიკოლოზობას.

ბევრი ადამიანი მწერს და აქ გიპასუხებთ.

ლელა წურწუმიასა და „ჩვენი ბენდის“ კონცერტები და კორპორატიულები, დეკემბრის დასაწყისიდან 14 იანვრის ჩათვლით გვაქვს გაუქმებული, რამდენიმე გადატანილი (დაახლოებით 18 ღონისძიება).

რადგან ლელას და ჩემს მუსიკოსებსაც, დიდი სურვილი გვაქვს შევიტანოთ ჩვენი პატარა წვლილი აქციების დროს დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად, გვინდა აქცია კონცერტის გამართვა, უბრალოდ კონსულტაციებს გავდივართ ფონდთან და კონცერტთან დაკავშირებულ ტექნიკურ პერსონალთან და ადგილის მფლობელებთან და მალე შეგატყობინებთ“ - წერს მამულაშვილი.

ეკა დარჩიაშვილი