შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გორხანაულთან ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც შუახევის მერიაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ადგილობრივებს შემოვლითი გზით შეუძლიათ ისარგებლონ. უწყების ცნობით, გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
„შუახევში, რამდენიმე დღეა გადაუღებლად წვიმს, რის შედეგადაც, ბათუმი - ახალციხის შუახევის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მეწყრული პროცესი განვითარდა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელშიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკასთან ერთად, ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკაც.
გზის აღდგენითი სამუშაოები დღის ბოლომდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე, შესაძლებელია დაბაძველი-ოქროპილაურის მიმართულებით შემოვლითი გზით სარგებლობა”, - განაცხადეს მერიაში.