TKT.GE & TBC 1-ელ იანვრამდე დაგეგმილი და გაუქმებული კულტურული ღონისძიებებისთვის დარბაზისა და არტისტებისთვის სრულ თანხას ჩარიცხავენ. ამის შესახებ ინფორმაციას TKT.GE სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„TKT.GE & TBC - თიბისი-ს სახელით ყველა ბილეთი გაყიდულია!
TKT & TBC ერთიანდებიან დაზარალებული სფეროების მხარდასაჭერად. ჩვენი გუნდი დააიდენტიფიცირებს 1-ელ იანვრამდე დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებს, რომლებიც შექმნილი ვითარების გამო გაუქმდა და ჩარიცხავს დარბაზის სრულ ღირებულებას მსახიობების და მუსიკოსების მხარდასაჭერად.
ყველა ბილეთი გაყიდულია: თეატრებში, ოპერასა და კონსერვატორიაში კეთილი სურვილებით TKT.GE-ს გუნდი“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.