„ყველა გაუქმებული სპექტაკლის ბილეთი გაყიდულია!“ - Biletebi.ge

კომპანია Biletebi.ge მადლობას უხდის მაყურებელს მსახიობებისა და თეატრების მხარდაჭერისთვის და აღნიშნავს, რომ ამ კამპანიაში „საქართველოს ბანკიც“ ჩაერთო.

„პირველ რიგში, დიდი მადლობა მაყურებელს, რომელმაც პირველმა გამოუცხადა მხარდაჭერა თეატრებს. თქვენი თანადგომა არასდროს დაგვავიწყდება... როგორც იცით, საქართველოს ბანკი ჩვენს ინიციატივასაც შეუერთდა, რის შედეგადაც ყველა გაუქმებული სპექტაკლის ბილეთი გაყიდულია!“, - ნათქვამია Biletebi.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნათია ზარიძე