ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ქართველი მაღალჩინოსნებისთვის დაწესებულ სანქციებს სოციალური ქსელით ეხმაურება.
„შინაგან საქმეთა მინისტრს და მის მოადგილეს არა მხოლოდ ფინანსური სანქციები დაუწესა ამერიკის მთავრობამ, არამედ მაგნიტკის სიაშიც შეიყვანა. ეს ფაქტობრივად სამუდამო სანქციაა. როგორც იმ ქვეყნიდან მობრუნებული არ უნახავს არავის, ისე არავის უნახავს მაგნიტსკის სიიდან ამოღებული, მისი არსებობის 15 წლის მანძილზე“, - წერ რომან გოცირიძე „ფეისბუკზე“.
ინფორმაციისთვის,შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მირზა კეზევაძე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის "სპეციალურად განსაზღვრულ პირთა სია"-ში (SDN List) მოხვდნენ.