აზერბაიჯანი, ირანი, რუსეთი - რომელი ქვეყნის რამდენი მოქალაქე გააძევეს წელს საქართველოდან

საქართველოდან წელს უცხო ქვეყნის 243 მოქალაქე გააძევეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებში აღნიშნული.

შსს-ს მიხედვით, ამათგან ყველაზე მეტი გაძევებული მოქალაქე, კერძოდ, 19% აზერბაიჯანზე მოდის, შემდეგია ირანი და თურქეთი.

უფრო კონკრეტულად, 2024 წლის 3 კვარტლის მონაცემებით, საქართველო იძულებით დაატოვებინეს:

  • აზერბაიჯანი - 46 მოქალაქე
  • ირანი - 31 მოქალაქე
  • თურქეთი - 23 მოქალაქე
  • ინდოეთი - 22 მოქალაქე
  • ერაყი - 20 მოქალაქე
  • ნიგერია - 19 მოქალაქე
  • ეგვიპტე - 14 მოქალაქე
  • ჩინეთი - 15 მოქალაქე
  • რუსეთი - 10 მოქალაქე
  • იორდანია - 9 მოქალაქე
  • პაკისტანი - 9 მოქალაქე

ასევე, გაძევებულია ლიბიის - 3 მოქალაქე, ავსტრალიის, საუდის არაბეთის და სომხეთის თითო მოქალაქე.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, გასულ, 2023 წელს, საქართველოდან ჯამში უცხოეთის 190 მოქალაქე გააძევეს.

ამათგან ყველაზე მეტი, 41 მოქალაქე აზერბაიჯანიდან იყო, 32 - ირანიდან, 27 - ინდოეთიდან, 13 - რუსეთიდან, 9 - ნიგერიიდან, 9 - ეგვიპტიდან, 8 - ჩინეთიდან , 8 - თურქეთიდან და ა.შ.