Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.7999 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7999 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7999 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 19 დეკემბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.8091 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9248 ლარია.