დღეს ჩვენ წარვადგენთ სავიზო შეზღუდვებს ქართველი დიპლომატებისთვის - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, დღეს ქართველი დიპლომატებისთვის სავიზო შეზღუდვებს წარადგენენ. ამის შესახებ ის X-ზე წერს.

„ქართველი ხალხი აპროტესტებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, შეაჩერონ სვლა ევროკავშირისკენ.

მშვიდობიან პროტესტს პოლიციისგან ძალადობა შეხვდა.

დღეს ჩვენ წარვადგენთ სავიზო შეზღუდვებს ქართველი დიპლომატებისთვის.

ჩვენი გზავნილი მკაფიოა: შეწყვიტეთ საკუთარი ხალხის დაზიანება“ - წერს ფონ დერ ლაიენი.

ursula_visa_sanctions

ეკა დარჩიაშვილი