ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - ვინც ფუნდამენტურ უფლებებს არ იცავს, ვიზალიბერალიზაციით არ უნდა ისარგებლოს - ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას

დღევანდელი წინადადება არის ევროკავშირის მტკიცე რეაქცია საქართველოს მთავრობის სერიოზულ დემოკრატიულ უკუსვლაზე, მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტების და დამოუკიდებელი მედიის მიმართ ძალადობრივი რეპრესიების ჩათვლით, - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჰენა ვირკკუნენმა განაცხადა.

„ვიზალიბერალიზაცია არის გასაღები ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მობილობის გასაადვილებლად მთელ მსოფლიოში. ვინც არ იცავს ფუნდამენტურ უფლებებს, არ უნდა ისარგებლოს ამ თავისუფლებით. ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას“, - აღნიშნა ჰენა ვირკკუნენმა.

შეგახსენებთ, ევროკომისიამ განაცხადა, რომ დღეს ევროპულ საბჭოს ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინადადებით მიმართავს.