აშშ-ის ნედლი ნავთობის მარაგები გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგები 384 ათასი ბარელით გაიზარდა და შეადგინა 465,763 მლნ ბარელი.

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბენზინის მარაგები  1 215 ათასი ბარელით გაიზარდა და  217,952 მლნ ბარელი შეადგინა, ხოლო დისტილატების მარაგები 1641 ათასი ბარელით,  137,461 მლნ ბარელამდე გაიზარდა.

ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები გასული კვირის განმავლობაში არ შეცვლილა და შეადგენს 696.0 მლნ ბარელს.