ფარატინა ქაღალდად იქცევა ქართული უნივერსიტეტების დიპლომი - ქეთი ქურდოვანიძე

ჭავჭავაძის ცენტრის გამგეობის წევრი ქეთი ქურდოვანიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და განათლების სისტემაში მოსალოდნელი ნეგატიური პროცესების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, შეჩერდება ევროპული და ამერიკული აკრედიტაციები, სასწავლო პროგრამები, მნიშვნელობას დაკარგავს ქართული დიპლომი და ა.შ.

„რა მოუვა განათლების სისტემას:

1. გაუუქმდება ყველა ევროპულ და ამერიკულ სკოლას უცხოური აკრედიტაცია

2. ყველა საერთაშორისო უნივერსიტეტს გაუუქმდება საერთაშორისო სტატუსი

3. დაირღვევა ჩვენი მონაწილეობა ბოლონიის პროცესში

4. შეჩერდება ყველა უცხოური საგანმანათლებლო პროგრამა

5. შეჩერდება ყველა საგანმანათლებლო საგრანტო პროგრამა

7. შეჩერდება გაცვლითი პროგრამები

9. ფარატინა ქაღალდად იქცევა ქართული უნივერსიტეტების დიპლომი

9. შეწყდება კვლევებისა დაფინანსება

10. გაჩერდება ლუგარის ლაბორატორია

11. დიდ დარტყმას მიიღებს საგამომცემლო სექტორი

12. შეჩერდება უცხოური მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის თარგმნა და გამოცემა

13. ჩვენი მეცნიერები ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციებში

14. სამეცნიერო ჟურნალებს გაუუქმდება საერთაშორისო გრიფირება

15. შეჩერდება სასერტიფიკაციო გამოცდები უცხო ენაში

16. ხელმისაწვდომი აღარ იქნება SAT-ის ან GMAT-ის გამოცდები

17. დაიწყება ტვინების გადინების ახალი ტალღა.

18. კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდება სამედიცინო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

19. გაღრმავდება ტექნოლოგიური ჩამორჩენა

20. ისედაც ცენტრალიზებული საგანმანათლებლო სისტემა სრულიად დაკარგავს დივერსიფიცირების ნიშნებსაც კი.

21. ნელ-ნელა გაქრება ყველა კერძო უნივერსიტეტი

22. აღდგება კორუფცია და “ჩაწყობები”ეს მცირე ჩამონათვალი, რაც გველის“, - აღნიშნავს ქეთი ქურდოვანიძე.

ნათია ზარიძე