2014 წლის პირველ ნახევარში ჯამური ტრანზაქციების რაოდენობა შემცირდა

უძრავი ქონების მართვის საერთაშორისო კომპანია Colliers International-ის ინფორმაციით, ჯამური ტრანზაქციების რაოდენობა 2015 წლის პირველ ნახევარში 9%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

რაც შეეხება 2013 წლის მონაცემთან შედარებას, აღნიშნული მაჩვენებელი უცვლელი დარჩა.

ჯამური ტრანზაქციების მუცულობამ 2015 წლის პირველ ნახევარში შეადგინა 503 მლნ აშშ დოლარი, რაც წინა წლის მაჩვენებელს 13%-ით ჩამორჩება, ხოლო 2013 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 3%-ით.

bpn

2015 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, ჯამურ ტრანზაქციებში ყველაზე დიდი წილი მოდის საცხოვრებელ ბინებზე - 65%, შემდეგი პოზიცია უკავია მიწის ნაკვეთებს - 20%, სხვა ტიპის უძრავი ქონება - 10%, კომერციული - 5%;

შენიშვნა: სხვა ტიპის ქონებებში შედის ავტოფარეხი/ავტოსადგომი, ტერასა/ვერანდა და სარდაფი.