გიგანტური ბრილიანტი და უძველესი ტუჩსაცხი - 2024 წლის 10 შესანიშნავი აღმოჩენა

2024 წელს მსოფლიოში მრავალი სენსაციური აღმოჩენა გაკეთდა. მაგალითად, მშენებელმა აღმოაჩინა მარმარილოს ღვთაების გიგანტური ქანდაკება, რომელიც დაახლოებით 1600 წლით თარიღდება. ხელოვნებათმცოდნემ აღმოაჩინა დაკარგული ნახატი, ხოლო მოყვარულმა ექსკავატორმა ძველი რომაული ობიექტი.

წარმოგიდგენთ 2024 წლის 10 ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენა- მოვლენას, რომლის შესახებაც მსოფლიო მედია წერდა:

შოპენის ახალი ვალსი

ნიუ-იორკის მორგანის ბიბლიოთეკისა და მუზეუმის კურატორმა არქივში სრულიად შემთხვევით პოლონელი კომპოზიტორის, ფრედერიკ შოპენის აქამდე უცნობი ვალსი აღმოაჩინა.

ეს არის მისი პირველი უცნობი ნამუშევარი, რომელიც ნაპოვნია თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში.

ვარაუდობენ, რომ ვალსი შესაძლოა, ის თავდაპირველად საჩუქრად იყო გამიზნული. აღსანიშნავია, რომ მას შოპენი ხელს არ აწერს.

ჯადოქრების გრაფიტის ოთახები

საქველმოქმედო ორგანიზაციამ English Heritage, რომელიც მართავს უამრავ ისტორიულ ადგილს დიდ ბრიტანეთში, გამოაცხადა რომ ლინკოლნშირში, ტუდორების სასახლის კედლებზე ჯადოქრების ნიშნები აღმოაჩინეს.

ითვლება, რომ კედლებზე არსებული ნიშნები თარიღდება მე-17 საუკუნის დასაწყისიდან. მრავალ სიმბოლოს შორის არის წრეები, რომლებიც განკუთვნილია “დემონების მოსატყუებლად“.

ავტოფარეხში ნაპოვნი სალვადორ დალის ლითოგრაფები

ლონდონში ანტიკვარული ნივთების შეფასების დროს აუქციონერმა სალვადორ დალის 10 ხელმოწერილი ლითოგრაფია იპოვა.

ისინი მივიწყებულ ავტოფარეხში 50 წლის განმავლობაში ინახებოდა.

ნაკრები აუქციონზე გაიყიდა.

მარმარილოს ღმერთი

დაახლოებით 1600 წლის ბერძენი ღმერთის ჰერმესის მარმარილოს ქანდაკება კანალიზაციაში იყო დამალული. ის ამ ზაფხულს აღმოაჩინეს.

Reuters -ის ცნობით, ბულგარელი არქეოლოგები გიგანტურ ქანდაკებას ძველი კანალიზაციის გათხრის დროს გადააწყდნენ.

არქეოლოგების თქმით, კარგად შემონახული ქანდაკება 6,8 ფუტი სიმაღლისაა და სავარაუდოდ, მიწისქვეშა კანალიზაციის სისტემაში იყო მოთავსებული, რათა დაეცვათ, მას შემდეგ, რაც მიწისძვრამ ქალაქი დაანგრია.

ნათელი სცენები ძველი ეგვიპტის ცხოვრებიდან

არქეოლოგებმა ეგვიპტის ერთ-ერთ სამარხში 4300 წელზე მეტი ხნის წინანდელი ფერადი ნახატი იპოვეს.

მასტაბას სახელით ცნობილი სამარხი დაჰშურის პირამიდის ნეკროპოლისში მდებარეობს.

საოცარი სკლუპტურა ავტოსადგომზე

მშენებელმა ინგლისში, პიტერბოროში, მე-16 საუკუნის აგარაკზე პარკინგის აშენებისას შემთხვევით ქალის მარმარილოს ქანდაკება იპოვა.

რომაული სკულპტურა 1800 წლის აღმოჩნდა.

უძველესი სილამაზის რუტინა

სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში აღმოჩენილმა პაწაწინა ბოთლმა ცხადყო, რომ 4000 წლის წინ ქალები ტუჩსაცხებს აქტიურად იყენებდნენ.

მკვლევარების თქმით, ქვის ჭურჭელი, რომელიც შეიცავს მინერალების მუქ წითელ ნარევს, სწორედ ტუჩსაცხის შესაქმნელად გამოიყენებოდა.

"დიდებული" სასახლის ნარჩენები ერთ-ერთ სანაპიროზე

იანვარში, იტალიაში, კერძოდ ნეაპოლში ერთ-ერთ სანაპიროზე 2000 წლის წინანდელი სახლის ნანგრევები აღმოაჩინეს.

ითვლება, რომ იქ ერთ დროს დიდებული სასახლე იდგა, 10 ოთახით, მარმარილოს კედლებით და ვრცელი ტერასებით. სავარაუდოდ, სასახლე ვულკანური აქტივობის გამო ზღვაში ჩაიძირა.

გიგანტური ბრილიანტი

კანადურმა კომპანია Lucara Diamond Corp.-მა აგვისტოში გამოაცხადა, რომ მსოფლიოში სიდიდით მეორე ბრილიანტი აღმაჩინეს.

2492-კარატიანი კრისტალი ბოტსვანაში, კაროვის მაღაროში იპოვეს.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ალმასი არის 3106-კარატიანი Cullinan Diamond, რომელიც ნაპოვნია სამხრეთ აფრიკაში 1905 წელს.

ეროტიკული რომაული ნახატები

პომპეიში მდებარე პატარა სახლში არქეოლოგები უძველეს ეროტიკულ ნახატებს წააწყდნენ.

სახლი 79 წელს ვულკანის ამოფრქვევის შედეგად განადგურდა, მაგრამ ნახატები დაცული იყო ფერფლის ფენების ქვეშ.

მითიური სცენები ასახავს სიყვარულის ქალღმერთს, ვენერას თავის საყვარელ ადონისთან ერთად.

წყარო: cnn.com

თეონა რამაზაშვილი