10 ცნობილი ბრენდი, რომელიც ბაზარზე ეფექტურად დაბრუნდა

როგორც წესი საზოგადოებისთვის თვალში საცემი მხოლოდ წარმატება, ვარსკვლავური ცხოვრება და პოპულარობაა. თუმცა, ყველა ბრენდისა თუ ადამიანის უკან, სანამ წარმატებას მიაღწევდა, ძალიან დიდი შრომა დგას. გარდა ამისა, შესაძლოა, ძლიერი წარუმატებლობებიც - თუმცა, ვინც შეცდომებზე სწავლა შეძლო და მიზნისკენ გზა განაგრძო, დღეს საკმაოდ მყარ პოზიციებს იკავებს და საკუთარი წარმატებით ტკბება კიდეც.

წარმოგიდგენთ 10 მეგა ბრენდს, რომლებიც გაქრობის პირას იყვნენ, თუმცა ბაზარზე დაბრუნება შეძლეს:

Old Spice

2000-იანი წლების ბოლოს Old Spice უცნაურად გამოიყურებოდა. Procter & Gamble-ის ბრენდს ერიდებოდნენ ახალგაზრდები. პროდუქცია კარგავდა ბაზრის წილს.

გაყიდვების შემცირებითა და ნეგატიური გამოხმაურებით შეშფოთებულმა Procter & Gamble-მა დაისახა მიზნად, Old Spice ისევ აქტუალური და სასურველი გაეხადა.

კონგლომერატმა ტოპ სარეკლამო სააგენტოს Wieden+Kennedy-ის სრული თავისუფლება მისცა და შედეგმაც არ დააყოვნა. კამპანიაში ცნობილი სახეებიც ჩართეს, შედეგად გაყიდვები გაიზარდა და ბრენდი დღესაც ფიგურირებს ბაზარზე.

2022 წელს დეოდორანტების მომხმარებელთა 23% უპირატესობას ანიჭებდა Old Spice-ს.

Polaroid

სმარტფონის კამერებმა თითქმის დაასრულეს Polaroid-ის ეპოქა. კომპანია დაარსდა 1938 წელს, ხოლო 2001 წელს თავი გაკოტრებულად გამოაცხადა.

იმავე წელს იგი აღდგა, მაგრამ 2008 წელს კვლავ გაკოტრდა. შემდეგ გამოიცვალა ექვსი აღმასრულებელი დირექტორი, თუმცა საბოლოოდ ბაზარზე დაბრუნება შეძლო.

Polaroid-ის ახალი ინკარნაცია 2010 წელს მოხდა. კომპანიის კრეატიული დირექტორი ლედი გაგა გახდა და ბრენდი მსოფლიოშ თავისი ნიშის ქვეშ დაბრუნდა.

2012 წელს ახალ Polaroid-თან გაერთიანდა Impossible Project და გამოუშვეს Polaroid Originals

General Motors

2000-იანი წლები იყო კოშმარული ათწლეული General Motors-ისთვის.

2007 წლისთვის კომპანიამ 38.7 მილიარდი დოლარის რეკორდული ზარალი განიცადა. 2009 წელს კი თავი გაკოტრებულად გამოაცხადა და გაათავისუფლა ათასობით თანამშრომელი.

მოგვიანებით GM-ის გადასარჩენად ობამას ადმინისტრაციამ 66.7 მილიარდი დოლარი გამოყო. რეორგანიზებულმა კომპანიამ კი ფოკუსირება Chevrolet და Buick-ზე მიმართა. ამ ყველაფერმა მას რეკორდული მოგება მოუტანა.

GM-მა 2023 წელს 171,8 მილიარდი დოლარის შემოსავალი დააფიქსირა.

Marvel

Marvel 1990-იან წლებში მძიმე მდგომარეობაში იყო. ვალებში ჩავარდნილმა კომიქსების კომპანიამ 1986 წელს მხოლოდ ერთი ფილმი გამოუშვა.

1993 წლის კომიქსების კრახმა კომპანია კიდევ უფრო მეტ ვალში ჩააგდო. 1996 წლის დეკემბერში Marvel-მა თავი გაკოტრებულად გამოაცხადა და გაერთიანდა სათამაშოების კომპანია ToyBiz-თან.

თუმცა წარმატებული აღმოჩნდა 2008 წელს, Marvel-ის მიერ წარმოებული პირველი ფილმი - Iron Man. მან სალაროებში 585 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. 2009 წელს კომპანია Disney-მ შეიძინა 4 მილიარდ დოლარად იყიდა.

მას შემდეგ Marvel-მა გამოუშვა 40-ზე მეტი ფილმი და დღეს მილიარდებს გამოიმუშავებს.

Lego

დანიის სათამაშო გიგანტი Lego 1990-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში თითქმის გადაულახავ აგურის კედელს დაუპირისპირდა. გაყიდვები 40%-ით შემცირდა და კომპანიას თითქმის 1 მილიარდი დოლარის ვალი ჰქონდა. დაკარგა ბაზრის წილი.

2004 წელს, ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა იორგენ ვიგ კნუდსტორპმა კუბიკების რაოდენობა 6500-მდე გაანახევრა და გაყიდა Legoland-ის თემატური პარკები.

ახალმა უფროსმა ბავშვების ფსიქოლოგებიც კი დაიქირავა და ახალი სათამაშოების შექმნაზე მუშაობდნენ. მიდგომამ გაამართლა, Ninjago და Lego Architecture პოპულარული გახდა.

Lego-ს მოგება სამჯერ გაიზარდა 2000-იანი წლების ბოლოს. ის გახდა სათამაშოების უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში.

2023 წელს ბრენდი 13 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული და ის რჩება ყველაზე ძვირფასი სათამაშოების ბრენდად პლანეტაზე.

Apple

ჯერ კიდევ 1996 წელს, Apple იყო გაკოტრების ზღვარზე. ტექნიკურ კომპანიას ჰქონდა ფულადი სახსრების სერიოზული დეფიციტი და უხარისხო პროდუქტების ჭარბი რაოდენობა.

იმავე წელს აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა გილ ამელიო. ახალმა უფროსმა შეამცირა ხარჯები და დააბრუნა Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ჯობსი, რომელიც Apple-ის საბჭომ 1985 წელს გაათავისუფლა.

ჯობსმა უზრუნველყო 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რამაც კომპანიას ლიკვიდობა დაუბრუნა. მან შეამცირა პროდუქციის ხაზი და დაიქირავა ინდუსტრიული დიზაინერი ჯონი აივი, რომელმაც შექმნა Apple-ის საკულტო იერი.

2020 წლის აგვისტოში კომპანია გახდა პირველი, რომლის საბაზრო ღირებულებამ 2 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია, კი 2022 წელს კი 3 ტრილიონ დოლარს.

Converse

ბევრმა არ იცის, რომ ფეხსაცმლის პოპულარულმა ბრენდმა 2001 წელს თავი გაკოტრებულად გამოაცხადა.

2000 წლისთვის ოდესღაც პოპულარულ ბრენდს წლიური შემოსავალი მხოლოდ 205 მილიონი დოლარი იყო და 200 მილიონი დოლარის დავალიანება ჰქონდა. გამოსავლის პოვნამდე ბრენდს ორი ​​წელი დასჭირდა - და ეს გამოსავალი იყო Nike.

Nike-მა 2003 წელს ბრენდში 309 მილიონი დოლარი გადაიხადა და შექმნა სრულიად ახალი მარკეტინგული სტრატეგია.

დღეს ბრენდის ყოველწლიური შემოსავალი 2 მილიარდ დოლარზე მეტს აღწევს.

Delta

Delta Air Lines ამერიკის ერთ-ერთი უძველესი ავიაკომპანიაა. 2005 წელს მან თავი გაკოტრებულად გამოაცხადა.

2001-დან 2005 წლამდე ავიაკომპანიამ დაკარგა 12.3 მილიარდი დოლარი. კომპანიამ ფრენების 26% შეწყვიტა და თანამშრომლები გაათავისუფლა.

2008 წელს Delta გაერთიანდა Northwest Airlines-თან, მაგრამ შეინარჩუნა თავისი სახელი. ბვერი მუშაობის შედეგად, ავიაკომპანიამ 2018 წელს 5.1 მილიარდი დოლარის მოგებაც კი მიიღო.

2024 წლისთვის ის მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი ავიაკომპანიის ბრენდია, რომლის საბაზრო კაპიტალი 40 მილიარდ დოლარზე მეტია.

Levi Strauss

Levi Strauss and Co არის ცოცხალი მტკიცებულება იმისა, რომ ბიზნესი სარისკოა. 1853 წელს დაარსებულმა ტანსაცმლის პოპულარულმა ბრენდმა 1985 წელს, დაახლოებით 60 საწარმოო პუნქტი დახურა.

2004 წლისთვის Levi's-ს 2.6 მილიარდი დოლარის ვალი ჰქონდა.

მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ბრენდმა მაინც მოახერხა სიტუაციის შეცვლა. Walmart-თან საქმიანი ხელშეკრულების ხელმოწერით, მეტი ფოკუსირებით მამრობითი სქესის პროდუქტებზე და მარკეტინგული ხარჯების შემცირებით, Levi's-მა 2007 წლისთვის 4 მილიარდ დოლარის ღირებულების გაყიდვებს მიაღწია და ბაზარზე მყარად დაბრუნდა.

დღეს ბრენდის კაპიტალიზაცია 6.99 მილიარდ დოლარს შეადგენს.

The Gap

წყვილმა დონალდ და დორის ფიშერებმა ტანსაცმლის ბრენდი The Gap 1969 წელს დააარსეს. პირველი მაღაზია სან-ფრანცისკოში, Ocean Avenue-ზე გაიხსნა.

1973 წლისთვის მათ 25 მაღაზია ჰქონდათ. მაგრამ 2000-იანი წლებისთვის The Gap -ის ღირებულება ყოველწლიურად 5%-ით მცირდებოდა.

ბიზნესი იძულებული გახდა დაეხურა გაერთიანებულ სამეფოში არსებული ყველა მაღაზია. ბაზრიდან თითქმის გაქრნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბრენდის აღმასრულებელ დირექტორად რიჩარდ დიქსონი დაინიშნა, ვითარების გამოსწორება საგრძნობია.

Mattel-ის ყოფილმა თანამშრომელმა შეძლო და შემოსავლები წლიურად 3%-ით გაზარდა. ონლაინ გაყიდვები კი 5%-ით.

სავარაუდოდ Gap მომავალ წელს 23,69%-იან ზრდას ელოდება.

წყარო: msn.com

თეონა რამაზაშვილი