რესტორნები „ტაბლა“ და „პომოდორისიმო“ დროებით დაიხურა

გუშინ, 21 დეკემბერს ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ხანძრის გამო, რესტორნები „ტაბლა“ და „პომოდორისიმო“ დროები დაიხურა.

აღნიშნულის შესახებ ობიექტები სოციალურ ქსელში წერენ.

„ძვირფასო სტუმრებო, ჩვენთან გაჩენილი ხანძრის გამო ობიექტი დროებით დახურული იქნება, იმედი გვაქვს მალე შევძლებთ ჩვეულ გარემოში გიმასპინძლოთ“, - წერს „ტაბლა“ და „პომოდორისიმო“.

მერი ტაბატაძე