ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბოლო, 20 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად, „თიბისი ბანკის“ აქციების ფასი გაიზარდა, ხოლო „საქართველოს ბანკისა“ და „საქართველოს კაპიტალის“ აქციების ფასი დაეცა.
„საქართველოს ბანკის“ (BGEO) აქციების ღირებულება 0.32%-ით შემცირდა. ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 46.80 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.08 მილიარდი სტერლინგია.
TBC PLC-ის აქციების ღირებულების ზრდამ 0.65% შეადგინა. ბანკის ერთი აქცია 30.95 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ კი 1.73 მილიარდ გირვანქა სტერლინგს გადააჭარბა.
„საქართველოს კაპიტალის“ (CGEO) აქციების ღირებულება 1.57%-ით შემცირდა, შედეგად, ერთი აქციის ფასი 11.32 გირვანქა სტერლინგი გახდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 454 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.