ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი დეკემბრის სპექტაკლებს აუქმებს. ამის შესახებ თეატრი სოციალურ ქსელში წერს.
„ძვირფასო მაყურებლებო, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ვაუქმებთ შემდეგ სპექტაკლებს:
- 24 დეკემბერი "თამაში"
- 25 დეკემბერი "ბუნკერი"
- 26 დეკემბერი "გაყრა"
- 27 დეკემბერი "ვკვდები როგორც ქვეყანა"
- 28,29 დეკემბერი "სირანო უნდა მოკვდეს"
გაუქმებულ სპექტაკლებზე, ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ საიტზე tkt.ge
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!!!
იმედი გვაქვს მალე შევხვდებით თეატრში ანდროსთან ერთად“, - წერს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი.