საქართველოსა და დსთ-ს ქვეყნებს შორის ვაჭრობა მაქსიმუმზეა - რას ვყიდით და ვყიდულობთ

საქართველოსა და დსთ-ს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა მაქსიმუმზეა. საქსტატის მონაცემებით, წელს იანვარ ნოემბერში აღნიშნულ გაერთიანებასთან ქვეყანამ 7.081 მლრდ აშშ დოლარის პროდუქცია ივაჭრა, რაც ბოლო წლების განმავლობაში (საგარეო ვაჭრობის პორტალზე 2009 წლიდან არის გამოქვეყნებული) ყველაზე მაქსიმალური მაჩვენებელია.

შედარებისთვის, 2023 წლის 11 თვეში დსთ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 6.655 მლრდ აშშ დოლარი იყო, 2022 წლის იგივე პერიოდში - 5.663 მლრდ აშშ დოლარი, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში - 4.347 მლნ აშშ დოლარი, 2020 წლის საანგარიშო პერიოდში - 3.508 მლრდ აშშ დოლარი, 2019 წლის 11 თვეში 4.002 მლრდ აშშ დოლარი და ა.შ.

ამავე მონაცემების მიხედვით, წელს იანვარ-ნოემბერში საქართველოდან დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტმა 4.142 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება აღნიშნული გაერთიანების ქვეყნებიდან იმპორტს, წელს საანგარიშო პერიოდში 2.939 მლრდ აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა.

Bpn.ge გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც წელს საქართველომ დსთ-ს ქვეყნებში ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდა და გაყიდა.

ტოპ-10 ექსპორტირებული პროდუქტი:

  • მსუბუქი ავტომობილები - 2.184 მლრდ აშშ დოლარი;
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 237.451 მლნ აშშ დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 207.453 მლნ აშშ დოლარი;
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 135.569 მლნ აშშ დოლარი;
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 121.624 მლნ აშშ დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 107.982 მლნ აშშ დოლარი;
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 58.783 მლნ აშშ დოლარი;
  • სატვირთო ავტომობილები - 51.884 მლნ აშშ დოლარი;
  • სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - 46.325 მლნ აშშ დოლარიტარა ქაღალდის, მუყაოს, ცელულოზის ბოჭკოს ბამბის ან ტილოსაგან - 36.415 მლნ აშშ დოლარი.

ტოპ-10 იმპორტირებული პროდუქტი:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 67.237 მლნ აშშ დოლარი;
  • ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - 358.137 მლნ აშშ დოლარი;
  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 117.758 მლნ აშშ დოლარი;
  • ხორბალი და მესლინი - 69.607 მლნ აშშ დოლარი;
  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 62.218 მლნ აშშ დოლარი;
  • ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - 60.258 მლნ აშშ დოლარი;
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 55.373 მლნ აშშ დოლარი;
  • ცემენტი - 55.013 მლნ აშშ დოლარი;
  • შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - 46.191 მლნ აშშ დოლარი;
  • ზეთი მზესუმზირისა, ალისარჩულისა ან ბამბისა და მათი ფრაქციები - 44.054 მლნ აშშ დოლარი.
ნინი ქეთელაური