ვიკრიბებით იმისთვის, რომ ვილაპარაკოთ კრიზისიდან გამოსვლის გზებზე - გიორგი მარგველაშვილი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე

ვიკრიბებით, იმისთვის, რომ ვილაპარაკოთ კრიზისიდან გამოსვლის გზებზე - ამის შესახებ „თბილღვინოს“ დამფუძნებელმა გიორგი მარგველაშვილმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრამდე განაცხადა.

„ვიკრიბებით, იმისათვის რომ ვილაპარაკოთ კრიზისიდან გამოსვლის გზებზე. როგორც იცით, ჩვენ 2200-ზე მეტმა ბიზნესწარმომადგენელმა გავაკეთეთ განცხადება საჯარო სივრცეში. ჩვენი გამოსავლის გზებიც იქ აღვნიშნეთ, ეს არის დაკავებულების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები,“ - აღნიშნა მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე ბიზნესმენებს მთავრობის ადმინისტრაციაში ხვდება.

შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არ აპირებს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას, ასევე მთავრობა უარს ამბობს მათ საბიუჯეტო დაფინანსებაზე. მთავრობის აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. რომელიც უკვე 26 დღეა უწყვეტად გრძელდება და საზოგადოების თითქმის ყველა სფერო მოიცვა. მათ შორის, ბიზნესსექტორმა შექმნა პლატფორმა Freebusiness.ge-, რომელსაც უკვე 2200-ზე მეტი სუბიექტი უერთდება. ეს ბიზნესსუბიექტები თვლიან რომ არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. ეს კომპანიები ისინი დაკავებულების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩანიშვნას ითხოვენ.

მერი ტაბატაძე