Honda და Nissan ერთმანეთის ქარხნებში ავტომობილების ერთობლივ დამზადებას განიხილავენ, რაც პარტნიორობის გაღრმავების გეგმის ნაწილი.
ინფორმაციას სააგენტო, Kyodo ავრცელებს.
Honda, ასევე, Nissan-ისთვის ჰიბრიდული ავტომობილების მიწოდებას იმ გეგმის ფარგლებში განიხილავს, რამაც შესაძლოა, პოტენციური შერწყმა გამოიწვიოს.
Honda იაპონიის სიდიდით მეორე, ხოლო Nissan მესამე საავტომობილო კომპანიაა, რომელთა შერწყმითაც ავტომობილების გაყიდვებით მსოფლიოში სიდიდით მესამე ავტო-ჯგუფი შეიქმნება. მისი წლიური წარმოება 7,4 მლნ ავტომობილს მიაღწევს. პირველ და მეორე ადგილებზე Toyota-სა და Volkswagen-ია.
Reuters-ის ცნობით, Honda-ს, Nissan-ისა და Mitsubishi Motors-ის გაერთიანების პროცესის დაწყება ჯერ კიდევ მარტსა და აგვისტოში დაანონსდა, თუმცა გადაწყვეტილი ჯერ არაფერია.
Nissan კომპანია Mitsubishi Motors-ის უმსხვილესი აქციონერია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ