Credit Suisse-ის კრახის გამოძიების შემდეგ შვეიცარიის პარლამენტი ფინანსური სექტორის მკაცრ ზედამხედველობას მოითხოვს.
ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ამასთან დაკავშირებით ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ 569-გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა.
დეპუტატები Credit Suisse-ის გაკოტრებაში მთავარ პასუხისმგებლობას ბანკის მენეჯმენტს აკისრებენ, ასევე, ანგარიშში უჩვეულოდ დიდ ყურადღებას ბიუროკრატიის როლზე ამახვილებენ.
ამასთან, შვეიცარიის პარლამენტი თავის ანგარიშში ქვეყნის მარეგულირებელ ორგანოებს აკრიტიკებს, რომლებიც, დეპუტატების შეფასებით, ბანკის ჭეშმარიტ მდგომარეობას არ ამხელდნენ.
ასევე, კანონმდებლები წერენ, რომ 2023 წლის მარტში Credit Suisse-ის კრიზისზე მარეგულირებლების საპასუხო ზომები ზოგიერთ შემთხვევაში მოუწესრიგებელი იყო.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ