ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტ ყველს გერმანია აწარმოებს. ამის შესახებ ევროკავშირის სტატისტიკის ოფისის, Eurostat-ის 2023 წლის რეიტინგში წერია.
კერძოდ, გერმანიამ საანგარიშო წელს 2.4 მლნ ტონა ყველი აწარმოა, ხოლო ევროკავშირის მთლიან წარმოებაში ქვეყნის წილი 22%-ს შეადგენს.
მეორე ადგილზე საფრანგეთია, სადაც 1.9 მლნ ტონა ყველი იქნა წარმოებული. ევროკავშირის მთლიანი წარმოებაში საფრანგეთის წილი 18%-ია.
მესამე ადგილზე მყოფ იტალიაში ყველის წარმოება 1.3 მლნ ტონას შეადგენს, რაც ევროკავშირის მთლიანი წარმოების 13%-ია.
რაც შეეხება ანტირეიტინგს, ყველაზე ნაკლებ ყველს ევროკავშირის ქვეყნებიდან სლოვენიაში (15 ათასი ტონა), ხორვატიასა (33 ათასი ტონა) და კვიპროსში (41 ათასი ტონა) აწარმოებენ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ