“აუცილებელია, გადაიდგას რაღაც ნაბიჯები, რომ მორჩეს, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და რაც ვნებს ბიზნესს”

“აუცილებელია, გადაიდგას რაღაც ნაბიჯები, რომ მორჩეს, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და რაც ვნებს ბიზნესს”- ამის შესახებ TAV ჯორჯიას გენერალუმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ეს იყო “ძალიან საინტერესო შეხვედრა” და ის მომავალშიც გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ მინისტრი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა თითქმის 4 საათი გაგრძელდა.

“აუცილებელია, გადაიდგას რაღაც ნაბიჯები, რომ მორჩეს, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და რაც ვნებს ბიზნესს.

ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, გულწრფელად გეუბნებით. ძალიან დეტალურად ისაუბრა პრემიერმა. გაგრძელდება ამ ტიპის შეხვედრები, ბიზნესთან და სხვებთანაც. იქნება ინტენსიური შეხვედრები და ნამდვილად იყო საინტერესო და აუცილებელი შეხვედრა”, - განაცხადა თეა ზაქარაძემ.

მერი ტაბატაძე