პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, პიროტექნიკასთან დაკავშირებებული ბიზნესი იქნება ლიცენზირებადი სამუშაო.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, პიროტექნიკა ყველა ქვეყანაში ძალიან მკაცრად რეგულირდება.
სამუშაო, ისევ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
„მთელს მსოფლიოში პიროტექნიკა ძალიან მკაცრად რეგულირდება, რადგან ეს არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის რისკების შემცვლელი პროდუქტი, ამიტომ ბევრი რამ ჩვენ ქვეყანაში დავარეგულირეთ, ბევრი რამ დარეგულირდა ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე და დაუახლოვდა ევროკავშირის ნორმებს, ბევრი რეგულაციები ჩვენი ინდივიდუალური დღის წესრიგის ნაწილია. რეგულაციები რომელიც საჭიროა ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. პიროტექნიკა ყველა ქვეყანაში ძალიან მკაცრად რეგულირდება. საქართველოში ეს დრო მოვიდოდა და დარეგულირდებოდა, დღეს გადაწყდა ამის დარეგულირება და შესაბამისად ეს იქება ლიცენზირებადი სამუშაო, ისევ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე“, - განაცხადა დავითაშვილმა.