სამხრეთ კორეის მხრიდან ქართული ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით ინტერესი იზრდება

სამხრეთ კორეის მხრიდან ქართული ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით ინტერესი იზრდება, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განუცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობა მზადაა ამ პროცესს ხელი შეუწყოს. "სამხრეთ კორეაში ღვინის ექსპორტი საქართველოდან ახლაც ხორციელდება. რაოდენობა არ არის ძალიან დიდი - საუბარია დაახლოებით 50 ათას ბოთლზე, თუმცა ინტერესი იზრდება. ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ და ხელს შევუწყობთ ამ ურთიერთობის გაღრმავებას", - განაცხადა დანელიამ.