კრეატიული რიჩ მედია ბანერები - ახალი ტრენდი ინტერნეტრეკლამაში

”სტატისტიკამ აჩვენა, რომ არასტანდარტული რეკლამების CTR 200 პროცენტით უფრო მეტია, ვიდრე სტანდარტული ბანერების”

თუ თქვენი კომპიუტერის ეკრანზე მოულოდნელად გათოვდა, ან თქვენი ოცნების მანქანა, მაგალითად Chevrolet Captiva ჩაგიქროლებთ და ”გაიძულებთ” მანქანაში ჩაჯდომას, ანაც მოულოდნელად რომელიმე წიგნის ავტორი ”ამოხტება”, მონიტორზე ”მოგიკაკუნებთ” და თავისი წიგნის კითხვისკენ მოგიწოდებთ, ნუ შეგეშინდებათ - ეს სარეკლამო კომპანია Advertline-ის მიერ დამზადებული არასტანდარტული რიჩ მედია ბანერებია.

თანამედროვე ტექნოლოგიების ერაში დღეს უკვე აღარავინ დავობს, რომ ერთფეროვანი, უინტერესო და მოსაწყენი რეკლამა მომხმარებელს აღარ იზიდავს. სარეკლამო ბიზნესი კი იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ სხვადასხვა სახის განსხვავებული და საინტერესო რეკლამებით განებივრებული ინტერნეტმომხმარებლის გაკვირვება არც ისე მარტივია.

”ედვერთლაინი” ერთ-ერთი პირველია ქართულ ბაზარზე, რომელიც კრეატიული რიჩ მედია ბანერების მიმართულებით ვითარდება. კომპანიის ინტერნეტ მიმართულების ხელმძღვანელის, თეა თაბაგარის განცხადებით, სარეკლამო ბაზრის განვითარებასთან ერთად, ბუნებრივია ეს პროცესი სიახლეებს მოითხოვს.

”ჩვენ გვინდოდა რაღაც ახალი მიგვეწოდებინა როგორც მომხმარებლისთვის, ისე დამკვეთისთვის და შესაბამისად, რაღაც სტანდარტულიდან წავედით არასტანდარტულისკენ. რა თქმა უნდა, გაგვეზარდა მოთხოვნები, გემოვნება, ამიტომ დავიწყეთ კრეატიული და თანაც რთული განთავსებების გაკეთება. ეს კი მარტივი არ არის იქიდან გამომდინარე, რომ ქართულ ბაზარზე ასეთი რამის გაკეთება ძალიან უჭირთ”, - აღნიშნავს თეა თაბაგარი.

მარკეტოლოგთა განცხადებით, კრეატიულ რეკლამას ინტერნეტში კონკრეტული სტრატეგიული უპირატესობა აქვს, ასეთი ხასიათის რეკლამის მნიშვნელობა კი ონლაინ სივრცეში დღითიდღე იზრდება.

”როდესაც კრეატიული რიჩ მედია ბანერების შეთავაზება დავიწყეთ რეკლამისდამკვეთებისთვის, მათი მხრიდან თავიდანვე დიდი ინტერესი წამოვიდა. რეკლამისდამკვეთთა დაინტერესება არა მხოლოდ არასტანდართულმა რეკლამამ გამოიწვია, არამედ იმან, რომ ასეთი სახის რეკლამა პოზიტიურად მოქმედებს რეკლამისდამკვეთთა იმიჯზე, წარმოადგენს ზოგადად კომპანიის სახეს და პრესტიჟულად ითვლება”, - ამბობს თეა თაბაგარი.

განსხვავება კრეატივსა და რიჩ მეედია ბანერს შორის საკმაოდ შესამჩნევია. ჩვეულებრივ, სტანდარტულ ფორმატში დამზადებული ბანერი შესაძლოა იყოს კრეატიული და ძალიან ორიგინალური. მაგრამ კრეატიული რიჩ მედია ბანერი არის არა მხოლოდ იდეა, კრეატივი და ასე შემდეგ, არამედ ტექნიკურად რთულად შესასრულებელიც. არასტანდარტული კრეატიული რეკლამა უფრო მეტად სწორედ არასტანდარტული იდეებით არის გამორჩეული და არა კონკრეტულად იმით, თუ რის რეკლამირებას ახდენს. სხვადასხვა კვლევის თანახმად, არასტანდარტული რიჩ მედია ბანერი გარდა იმისა, რომ სასიამოვნო და სახალისო სანახავია, დადებით ეფექტს ახდენს მომხმარებლის შემოქმედებით აზროვნებაზე და ხშირად თავად მათაც ახალი იდეებისკენ უბიძგებს,

”სტატისტიკამ აჩვენა, რომ არასტანდარტული რეკლამების CTR 200 პროცენტით უფრო მეტია, ვიდრე სტანდარტული ბანერების”, - აღნიშნავს თეა თაბაგარი.

ციფრული რეკლამის კომპანია MediaMind-ის კვლევის თანახმად, რიჩ მედია ბანერის ნახვის შემდეგ, სამჯერ უფრო მეტი მომხმარებელი გადადის რეკლამაზე, ვიდრე სტანდარტული ბანერის შემთხვევაში, რიჩ მედია ბანერის ვიდეოს ნახვის შემდეგ კი რეკლამაზე გადამსვლელი მომხმარებლის რაოდენობა ექვსჯერ აღემატება სტანდარტული ბანერის მაჩვენებელს.

bpn

"ედვერთლაინის" ინტერნეტ მიმართულების ხელმძღვანელის თქმით, რეკლამის დამკვეთთა მხრიდან არასტანდარტულ, კერატიულ რიჩ მედია ბანერებზე დაკვეთა ყველა სახის პროდუქციაზე ხდება, იქნება ეს ავტომანქანები, წიგნები, ალკოჰოლური სასმელი თუ სხვა სახის პროდუქცია.

არასტანდარტული რეკლამების დამზადება "ედვერთლაინმა" ბეჭდურ მედიაშიც დაიწყო. ამაში მას სტამბა ”კოლორის” ახალი, მაღალტექნოლოგიური დანადგარები ეხმარება. ტექნოლოგიურმა განვითარებამ როგორც რეკლამის დამკვეთებს, ისე სარეკლამო სააგენტოებს, საშუალება მისცა პროდუქციის რეკლამირება გაზეთისა თუ ჟურნალის ფურცლებზეც კრეატიულად მოახდინონ და შედეგად, სალათის რეცეპტი ”ავოკადოში ჩამალული” იპოვოთ, ან ”მაცივარი გამოაღოთ” და შიგნით თქვენი საყვარელი ბრენდის ხორცპროდუქტები აღმოაჩინოთ.

<a href="http://in-media.ge/www/delivery/ck.php?n=a2937b94&cb=INSERT_RANDOM_NUMBER_HERE" mce_href="http://in-media.ge/www/delivery/ck.php?n=a2937b94&cb=INSERT_RANDOM_NUMBER_HERE" target='_blank'><img src=" http://in-media.ge/www/delivery/avw.php?zoneid=451&cb=INSERT_RANDOM_NUMBER_HERE&n=a2937b94" mce_src="http://in-media.ge/www/delivery/avw.php?zoneid=451&cb=INSERT_RANDOM_NUMBER_HERE&n=a2937b94" border='0' alt='' /></a>

მარი ჯავახიშვილი