რუსული ხორბლის ექსპორტი 2025/26 წლების სეზონზე მკვეთრად შემცირდება და 43.7 მლნ ტონის ნაცვლად 36.4 მლნ ტონას შეადგენს.
ამის შესახებ აგროსექტორის სააგენტო, SovEkon პროგნოზირებს, რასაც Reuters ავრცელებს.
სააგენტოს შეფასებით, „ეს კლება გარდამავალი მარაგისა და ხორბლის წარმოების პროგნოზირებული შემცირებით აიხსნება.“
2024/25 სეზონზეც ხორბლის ექსპორტის პროგნოზი კლებისკენ არის შეცვლილი და 44,1 მლნ ტონის ნაცვლად 43,7 მლნ ტონას შეადგენს, რასაც გადაზიდვის ნელი ტემპი და ექსპორტიორთა მარჟის შემცირება ასახავს.
თავის მხრივ, მარცვლეულის ექსპორტიორთა და მწარმოებელთა კავშირმა 2025 წელს რუსეთის ექსპორტი, დაახლოებით, 45 მლნ ტონად შეაფასა, საიდანაც 40 მლნ ტონა ხორბალია. კავშირის ხელმძღვანელი, ედუარდ ზერნინი განმარტავს, რომ საუბარია ფინანსურ წელზე, რომელიც 2024/25 წლების სეზონის მეორე ნახევარსა და 2025/26 წლიური სეზონის პირველ ნახევარს მოიცავს.
ზერნინი ამბობს, რომ კონსერვატიული სცენარით, მარცვლეულის, ძირითადად კი ხორბლის ექსპორტი 2025 წლის მეორე ნახევარში არაუმეტეს 20 მლნ ტონას შეადგენს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ