მიმდინარე წელს ტანსაცმლის მთლიანი საცალო ვაჭრობის ბრუნვა 2.75 მილიარდ ლარს მიაღწევს. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.
კერძოდ, „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვის მიხედვით გასულ წელთან შედარებით ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საცალო ვაჭრობის ბრუნვა 5%-ით არის გაზრდილი.
„2023 და 2024 წლებში ტურიზმი კვლავ რჩება სექტორის ზრდის მთავარ ფაქტორად. 2023 წელს ტურისტების მიერ წვლილი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საცალო ვაჭრობის წლიურ ბრუნვაში 91%-ს შეადგენდა, 2024 წელს კი ეს მაჩვენებელი 85 პროცენტამდე შემცირდა,“- აღნიშნულია კვლევაში.
ავტორი: მაგდა შენგელია