ირანიდან სირიის მიმართულებით ფრენები 22 იანვრის შემდეგ განახლდება

ირანიდან სირიის მიმართულებით ფრენები 22 იანვრის შემდეგ განახლდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სირიის მიმართულებით ფრენები 22 იანვარს, საახალწლო არდადეგების შემდეგ იქნება დაშვებული“, - განაცხადა ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ჰოსეინ პურფარზანემ.

მისი თქმით, ფრენების აღდგენისთვის დანიშნულების ქვეყანამ შესვლისა და მიღების ნებართვა უნდა გასცეს.