2024 წლის ნოემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (1 003 გვტ.სთ) საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 6.8%-ით შემცირდა და 936 გვტ. საათი შეადგინა. „თიბისი კაპიტალის“ ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, შემცირების ტენდენცია ყველა მიმართულებით შეინიშნებოდა.
უფრო კონკრეტულად, კვლევის მიხედვით, ნოემბერში წლიურად თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა 13%-ით არის შემცირებული, ჰიდროელექტროსადგურების 3.2%-ით, ხოლო ქარის სადგური - 6.2%-ით.
რაც შეეხება მოხმარებას, ნოემბერში წლიურად გაზრდილია 12%-ით და 1 157 გვტ. საათს აღწევს, ეს კი მაშინ, როცა გასული წლის იმავე პერიოდში 1 034 გვტ.სთ-ს შეადგენდა. საცალო სექტორის მოხმარება წლიურად 15.5%-ით, პირდაპირი მოხმარება 8.4%-ით, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოხმარება 5.8%-ით გაიზარდა.