საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ნოემბერში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 124.5 მილიონი დოლარით შეავსო. შედეგად, ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ნოემბრის მდგომარეობით 4.1 მლრდ. დოლარს შეადგენს.
„საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა მოცემულ მომენტში, როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.
ამასთან, 2024 წლის 11 თვეში სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:
- იანვარი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 8.1 მილიონი დოლარი
- თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა შესყიდვა 77.5 მილიონი დოლარი
- მარტი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 127.9 მილიონი დოლარი
- აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 73.1 მილიონი დოლარი
- მაისი - გაყიდვა 108.7 მილიონი დოლარი სავალუტო აუქციონით და Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 9.1 მილიონი დოლარი
- ივნისი - გაყიდვა 60 მილიონი დოლარი სავალუტო აუქციონით და Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 42 მილიონი დოლარი
- ივლისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 1.9 მილიონი დოლარი
- სექტემბერი - Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 106.5 მილიონი დოლარი
- ოქტომბერი - გაყიდვა 213.4 მილიონი დოლარი სავალუტო აუქციონით და Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 377.7 მილიონი დოლარი
- ნოემბერი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 124.5 მილიონი დოლარი
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 25 იანვარს გამოაქვეყნებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.