თინა ხიდაშელი: პროტეზებით უზრუნველყოფაზე 29 ტენდერი ჩაიშალა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, პროტეზებით უზრუნველყოფაზე 29 ტენდერი ჩატარდა საქართველოში და ყველა ჩაიშალა.

როგორც ხიდაშელმა მეცნიერებათა ეროვნულ აკადამიაში, მეცნიერებთან შეხვედრაზე განაცხადა, ეს პროტეზები განკუთვნილი იყო სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებისთვის, მათ შორის ვეტერანებისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს ბენეფიციარებისთვის და ა.შ. მისივე თქმით, ქვეყანაში ვერც ერთი კომპანია ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც ამ მიმართულებით აუცილებელია.

"29 ტენდერი ჩატარდა საქართველოში პროტეზებით უზრუნველყოფაზე და ყველა ჩაიშალა, რადგან საქართველოში ამას ვერავინ ვერ აკეთებს იმ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რაც აუცილებელია. ეს არის აბსოლუტურად აუხსნელი პრობლემა, როდესაც სახელმწიფოს ამ მიმართულებით არ აქვს რესურსი ჩადებული", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.